კალმახი კრევეტებით

  11:07:08     05-03-2011

მასალა: კალმახი – 1კგ, კრევეტები – 100 გრამი, სოკო – 300 გრამი, კარაქი – 150 გრამი, ნახევარი ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

 

ავიღოთ თევზის ფილე, დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 30 წუთი. თევზი მოვათავსოთ ფორმაში, დავამატოთ კარაქის ნაწილი და შევწვათ ქურაში. კრევეტები და დაჭრილი სოკო შევწვათ დარჩენილ კარაქში. თევზი მოვათავსოთ თეფზე და გარშემო შემოვუწყოთ სოკო და კრევეტები.