რა უნდა იდოს სუფრაზე ახალი 2015 წლის ღამეს

  14:17:50     06-12-2014

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ყოველი წელი რომელიმე ცხოველის სახელობისაა. ამის შესაბამისად იცვლება საახალწლო სუფრის მენიუც. 2015 წელი ცხვრის (იგივე თხის) წელია. ასტროლოგების თქმით, ეს წელი დადებითი, მეგობრული ატმოსფეროს მომტანია, რადგან ცხვარს სიმშვიდე და სახლის სიყვარული ახასიათებს. საახალწლო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხვრის ხორცის კერძები. საერთოდ, რაც ნაკლები ხორცი იქნება, მით უკეთესი. მაგრამ თუ მის გარეშე სუფრა ვერ წარმოგიდგენიათ, ღორის ან საქონლის ხორცით მოამზადეთ კერძები. კიდევ უკეთესი იქნება, თუ მხოლოდ ფრინველის ხორცით შემოიფარგლებით.

როგორც ცნობილია ცხვარი ბალახისმჭამელი ცხოველია. ამიტომ, სასურველია, საახალწლო სუფრაზე უხვად იყოს ბოსტნეული, მწვანილი, სალათები, ხილი, ასევე რძის პროდუქტები - მაგალითად რომელიმე სახეობის გემრიელი ყველი.

ასტროლოგების რჩევით, თუ გვსურს, რომ თხის წელმა წარმატება მოგვიტანოს, სასურველია ხორციანი კერძები და სალათები თხის/ცხვრის ფორმით შევნიღბოთ.