მიკ ჯაგერი ახალ ალბომს ჩაწერს

  10:47:55     05-03-2011

“როლინგ სთოუნზის” ვოკალისტი მიკ ჯაგერი ახალი სოლო ალბომის გამოშვებას აპირებს. ეს ინფორმაცია “Billboard” – ს მუსიკოსის უმცროსმა ძმამ კრის ჯაგერმა მიაწოდა. მისი სიტყვებით, მიმღერალი ჩაწერაზე ლოს-ანჟელესის სტუდიაში მუშაობს, თავის პროდიუსერთან, დეივ სტიუარტთან ერთად.

ფირფიტა მიკ ჯაგერის პირველი სოლო ალბომი გახდება, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. როლინგ სთოუნზის ვოკალისტის ბოლო ალბომი “Goddess in the Doorway” 2001 წელს გამოვიდა.

ჯაგერს და სტიუარტს ერთად მუშაობა პირველად არ უწევთ. 2004 წელს მუსიკოსებმა სამი სიმღერა ჩაწერეს ფილმისათვის “Alfie.” მცირე ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “როლინგ სთოუნზი” მალე ახალ ალბომს ჩაწერს და ჯგუფის 50 წლოვანი იუბილის აღსანიშნავად საგასტროლო ტურსაც მოაწყობს მსოფლიო მასშტაბით. თუმცა, ეს ცნობა, ჯგუფის მიერ, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.