ოსპის წვნიანი კარის ფხვნილით

  14:15:33     06-12-2014

ინგრედიენტები: წითელი ოსპი 1 ჭიქა საქონლის ბულიონი 1 ლ ტკბილი წიწაკა, წითელი 1 ცალი ქინძი 1 კონა პამიდორი 1 ცალი ცხარე წიწაკა, წითელი 1 ცალი ზეთი 2 ს.კ კარის ფხვნილი 1 ჩ.კ ხახვი 2 თავი მარილი
ხახვი, ტკბილი და ცხარე წიწაკა წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში.

დავასხათ ბულიონი, დავუმატოთ ოსპი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე.

პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ და კანი გავაცალოთ. ქინძი წვრილად დავჭრათ.

დაახლოებით 10 წუთის დუღილის შემდეგ, როცა ოსპი მოიხარშება, დავუმატოთ პამიდორი და კარის ფხვნილი, შევანელოთ მარილით.

წვნიანი ვადუღოთ 2-3 წუთი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ცეცხლიდან გადმოვდგათ.

შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.

შეგვიძლია წვინიანი ბლენდერში ავთქვიფოთ - უფრო ერთგვაროვან, სქელ წვნიანს მივიღებთ.

• კარი ინდური სანელებელია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ილი, მიხაკ-დარიჩინი, ჯანჯაფილი, ყვითელი კოჭა (კურკუმა) და სხვა სანელებლები. მისი შეძენა სუპერმარკეტებში შეგვიძლია.