კეტრინ ზეტა ჯონსის ახალი როლი
10:44:48     05-03-2011
კეტრინ ზეტა ჯონსი ფილმ “Lay the Favourite” – ში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ “დედლაინი” იუწყება. კინოსურათის სცენარი ბეტ რეიმერის ამავე სახელწოდების მემუარებზეა დაფუძნებული.
24 წლის რეიმერი ლას-ვეგასში ჩადის, სადაც ბუკმეიკერული ფირმის მფლობელ დინკ ჰაიმოვიცს გაიცნობს. წიგნი მოგვითხრობს რეიმერის ფირმაში საქმიანობის შესახებ. აქ მას საინტერესო ადამიანებთან უწევს ურთიერთობა.
ჰაიმოვიცის როლს ფილმში ბრუს ვილისი შეასრულებს, რეიმერს კი რებეკა ჰოლი. კეტრინ ზეტა-ჯონსს ვილისის მეუღლის როლი ერგო. პროექტის რეჟისორი სტივენ ფრიზია.
კეტრინ ზეტა ჯონსმა უკანასკნელად 2009 წელს ითამაშა ფილმში “ძიძა გამოძახებით.” კინოსურათში მაიკლ დუგლასის მეუღლე ორშვილიანი, განქორწინებული ქალის როლს ასრულებს, რომელმაც მასთან ძიძად მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცთან რომანი გააბა.