ქართველი ბიზნესმენი წამებით მოკლეს - მისი სახლი გაქურდეს

  09:44:27     05-12-2014

ცნობილი ხდება რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთში, კერძოდ კი ტვერში საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს ქართველი ბიზნესმენი მიხაკო ჯანელიძე. 

მას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. გატეხილი ჰქონდა თავი და სხეულზე ძალადობისა და წამების კვალი ემჩნეობა. 

56 წლის ქართველი ბიზნესმენი  ფონდ „ყოველთა წმინდათა“-ს პრეზიდენტი იყო. მოკლულის ცხედარი მისი ფონდის ბუღალტერმა აღმოაჩინა. 

გამოძიების ვერსიით, ქართველი ბიზნესმენის სახლში მძარცველებმა შეაღწიეს, მიხაკო ჯანელიძე მოკლეს, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ამ მომენტისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.