
ივანიშვილი ლარის გაუფასურებაზე: ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა
16:40:18     04-12-2014
"არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი", - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.
"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თემის კომენტირებისას.
1 დოლარი 1.8984 ლარი ღირს - ეს მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბაკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი გაცვლითი კურსი რამდენიმე წუთის წინ დაადგინა.
დღის განმავლობაში მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, დოლართან მიმართებაში ლარი 1.8616-ს შეადგენდა, რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, მათ უმეტესობაში ერთი აშშ დოლარი 1.90 ლარად იყიდებოდა, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.92-ს შეადგენდა.