ბომბი უპილოტო თვითმფრინავებისთვის
10:43:22     05-03-2011
ამერიკულმა კომპანიამ “Raytheon” ახალი ტაქტიკური სამხედრო აღჭურვილობა შექმნა, პატარა უპილოტო თვითმფრინავებისათვის. როგორც “Aviation Week” პროექტის ხელმძღვანელის, დოდ ნიუმენის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, იგეგმება 5,9 კილოგრამი წონის ბომბის შექმნა. პროექტი უკვე მთლიანად მზადაა და შეკვეთებს ელოდება.
პირველ ეტაპზე, მისი ღირებულება ძალიან მაღალი იქნება. ნიუმენმა არ დააკონკრეტა ფასი, მაგრამ აღნიშნა, რომ შემდეგ, მისი სერიული წარმოებისას, ეს ფასი დაეცემა.
უკანასკნელ ორ წელიწადში, აშშ-ში მცირე ზომის უპილოტოებისათვის ასეთივე მცირე ზომის შეიარაღების წარმოების ტენდენცია წამოვიდა.
მაგალითად, 2009 წელს, ამერიკულმა ავიამწარმოებელმა კონცერნმა “Boeing” – მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებთან უპილოტოებისათვის განკუთვნილი მინიატურული შეიარაღების წარმოებაზე შეკვეთა მიიღო. შეკვეთის ფასი 6 მილიონი დოლარია.