ახალი სისტემა წყალქვეშა გემებისთვის
10:41:24     05-03-2011
საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, წყალქვეშა ნავებისა და გემებისათვის, ავარიულ სიტუაციაში ექსტრემალური გადარჩენის სისტემა შექმნეს. ამის თაობაზე სააგენტო “ფრანს-პრესი” იუწყება.
ახალი სისტემა, რომელმაც მიიღო სახელწოდება “NATO Submarine Rescue System,” საზოგადოებას 2011 წლის 4 მარტს წარედგინა. მისი მთავარი ექსპლუატატორი ეს სამი სახელმწიფო იქნება.
სისტემის შემადგენლობაში, რომლის შექმნაც 70 მილიონი ევრო დაჯდა, შედის დისტანციური მართვის ავტონომიური კვების წყალქვეშა აპარატი და პატარა წყალქვეშა ნავი.
“NSRS” – ს დახმარების გაწევა სიგნალის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში და 600 მეტრის სიღრმეში შეუძლია. ახალი სისტემა დიდი ბრიტანეთის შოტლანდიის ბაზაზე იქნება განთავსებული.