სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

  13:31:51     03-12-2014

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი 20 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ლევან გოგოჭური მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 224 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 20 ათასი დოლარი გამოართვა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.