ბლითები შიგთავსით

  01:06:19     03-12-2014

ინგრედიენტები:
ბლითები - 200 გრ.
რძე ან წყალი ბუბლიკების დასალბობად;
მაგარი ყველი - 100 გრ.
მაიონეზი,
მცენარეული ზეთი.

შიგთავსისთვის:
ქათამი ან ღორის ხორცი, ან ღორის ხორცი+საქონლის ხორცი – 200გრ. 
ოხრახუში და კამა,
მარილი,
პილპილი,
მაიონეზი - 1 ს.კ.
ხახვი - 1 ცალი,
ნიორი - 1 კბილი.

მომზადება:
ბლითები (ე. წ. ბუბლიკები), ოღონდ არა – ტკბილი, თასში ჩავდოთ და ჩავალბოთ რძეში ან წყალში (მთლიანად უნდა იყოს დაფარული სითხით. თუ რძე არ გყოფნით, დროდადრო მოურიეთ ხოლმე). დავტოვოთ ასე 10-15 წუთით, სანამ არ დაიბერება. თუმცა ისე არ უნდა დალბეს, რომ დაიშალოს).

მოვამზადოთ შიგთავსი:
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავამუშავოთ ბლენდერში. ხახვი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიორიც გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილად და დავპრესოთ საჭყლეტში. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. 


მცენარეული ზეთში გახურებულ ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი. შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ თასზე. იმავე ტაფაზე პატარა ულუფებად მოვშუშოთ ქათმის ფარში. ფარში და მოშუშული ხახვი ერთმანეთში ავურიოთ და გავატაროთ. 

ფარშს დავუმატოთ: ნიორი, მწვანილი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. ფარშს კარგად მოვურიოთ. ლანგარზე წავუსვათ ზეთი და დავალაგოთ ბლითები. თითოეულ ბლითზე პატარა ბორცვივით ცოტა ფარში დავდოთ. დავასხათ ცოტაოდენი მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.