საბერძნეთში შუახნის მამაკაცის მკვლელობისთვის ქართველები დააკავეს
15:33:43     01-12-2014
58 წლის ბერძენი მამაკაცის მკვლელობისთვის 5 ქართველი დააკავეს. შემთხვევა
საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ ერთი ქალია. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული ქალბატონი მოკლულის ტავერნაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა.
სწორედ მან შეატყობინა დანარჩენ ეჭვმიტანილებს, რომ ტავერნას მეპატრონეს სახლში, სეიფში დიდი რაოდენობის თანხა ჰქონდა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ჯერ დააბეს, შემდეგ კი სასიკვდილოს სცემეს ტავერნას მეპატრონე მას შემდეგ, რაც მან სეიფის კოდის გაცემაზე უარი განაცხადა.