ჯენიფერ ლოპესი - Jennifer Lynn Lopez
04:14:30     01-12-2014
დაბადების თარიღი: 24.07.1970
დაბადების ადგილი: ბრონკსი, ნიუ-იორკი, აშშ
ჯენიფერ ლინ ლოპესი ნიუ იორკის ღარიბულ რაიონში დაიბადა და ცნობილი ისეთი პროფესიების წყალობით გახდა, როგორიცაა პუერტო-რიკო-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, დიზაინერი, მოცეკვავე და მოდელი. მამა – დევიდ ლოპესი – ნიურკული კომპანია "Guardian Insurance"-ის კომპიუტერული სპეციალისტი იყო. დედა - გვადალუპე, საბავშვო ბაღში მასწავლებელია.
ჯეი ლო (J. Lo), როგორც მას უფრო ხშირად ეძახიან, ქალიშვილებიდან შუათანაა. უფროსი და – ლესლი - საოპერო მომღერალი და დისახლისია; უმცროსი, ლინდა - კლუბ "WKTU"-ს დიჯეი, ტელეარხ, "VH1"-ის ვიჯეი და ნიუიორკული ტელეარხის "Channel 11"-ის დილის საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტია.
სანამ ოფიციალურ სასწავლებელში მივიდოდა, 5 წლის ჯეი ლო სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, შემდეგი 8 წელი კი ბრონკსის გოგონათა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. 4 წლის მანძილზე პრესტონის საშუალო სკოლაში სახელი გაითქვა, როგორც შესანიშნავმა ათლეტმა, რომელიც აქტიურად ვარჯიშობდა სირბილში, სპორტის სათამაშო სახეობებსა და ჩოგბურთში, მეგობრები კი "La Guitarra"-ს ეძახდნენ, მისი სხეულის კონტურების გამო.
კოლეჯის მიტოვების შემდეგ, 18 წლის ასაკში, ჯენიფერი მშობლებს ტოვებს, რადგან მათ არ ემისთ მისი სწრაფვა მსახიობური და მოცეკვავის კარიერისკენ. საადვოკატო კანტორაში იწყებს მუშაობას, ამასთან ერთად საღამოს ცეკვითაც შოულობს ფულს.
პირველი წარმატება ჯეი ლოსთან 1990 წელს
მოვიდა, როცა ”ფოქსის” კომედიურ ტელესერიალში (”ცოცხალი ფერები”) მიიწვიეს
სათამაშოდ. ხოლო 2 წლის შემდეგ ის ცეკვავდა ჯანეტ ჯექსონის მხარდამჭერთა
ჯგუფში.
თავისი სამსახიობო კარიერის დასაწყისში ითამაშა ფილმებში "Mi
Familia","Money Train", "U-Turn", და უფრო მეტად პოპულარული გახდა
გრეგორი ნავას ფილმით “ჩემი ოჯახი” და “სელენაში” სესრულებული მთავარი
როლით. შემდეგ ჯენიფერმა როლი მიიღო ფილმში “თვალთახედვის მიღმა”, რომელშიც
ჯორჯ კლუნისთან ერთად ითამაშა. ამას მოჰყვა ფილმები “ანაკონდა”, “გალია”,
“ანგელოზის თვალები”, "საქორწინო ორომ-ტრიალი", "მეყოფა”, "ქალბატონი
მოახლე", "ჯილი", "გოგონა ჯერსიდან", "მოდით, ვიცეკვოთ", "დედამთილი -
მონტრი" და სხვა.
ჯენიფერ ლოპესის პორტრეტი არასრულია, თუ არაფერს ვიტყვით მის მუსიკალურ კარიერაზე.
ის რამდენიმე მუსიკალურ ჟანრს ფლობს, მაგრამ პოპ-მუსიკაზე უფრო მუშაობს. ადგილობრივი, ბრონკსიდან მანჰეტენამდე მიმავალი №6 მატარებლით შთაგონებულმა თავის პირველ ალბომს "On The 6"-ი დაარქვა (1990). ეს ესპანურენოვანი ალბომი ჯეი ლოსა და მარკ ენტონის დუეტებისგან შედგება და ჰქვია "No me ames". ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჰიტ-აღლუმებში ლიდერის პოზიციას კარგახანს არ თმობდა.
მოგვიანებით, 1999 წლის შემოდგომაზე ლოპესმა ამ ალბომის მეორე სინგლი გამოუშვა "Waiting For Tonight" (ღამის მოლოდინში), რომელმაც მერვედ გადააქცია "On The 6" - ი პლატინის ალბომად. შემდეგ ყველაფერი საუკეთესოდ აეწყო და ჯენიფერის სახელი მთელ მსოფლიოს მოედო.
მოდასა და სილამაზის ინდუსტრიაში
სეყვარებული ლოპესი უშვებს სუნამო "Glow"ს, რომელმაც პარფიუმერული
ინდუსტრია 2001 წელს შეძრა, რადგან დაახლოებით 9 ქვეყანაში №1არომატად
დასახელდა. უფრო მეტიც, მოდის სიყვარული “აიძულებს” მომღერალს ტანსაცმლის
საკუთარი ხაზი შექმნას, სახელწოდებით "J.Lo By Jennifer Lopez", რომელიც
ასევე წარმატებული აღმოჩნდა.ამ წარმატებით შთაგონებული ერთხელაც საიუველირო
ნაწარმის, შლაპების, ხელთათმანებისა და შარფების გამოშვებასაც აპირებს.
ტანსაცმლის მეორე ხაზი - "Sweetface" და მეორე არომატი "Still" (2004)
ასევე ბაზრის სენსაციად იქცა.
2003 წელს ჰოლივუდის ყველაზე
მაღალანაზღაურებადი ლათინოამერიკელი მსახიობისა წოდება და ლიდერობა
40-წლამდე ყველაზე მდიდარ საესტრადო მომღერალთა სიაში ყველაზე მცირე
მიღწევაა ჯეი ლოს ცხოვრებაში. ჯილდოც და წოდებაც უამრავი ჰქონდა.
დამსახურებული წარმატებისა და პოპულარობის მიუხედავად, ლოპესს არ უმართლებდა პირად ცხოვრებაში. გათხოვილი რამდენიმეჯერ იყო.
პირველად - ოჯანი ნოაზე 1997 წლის 22 თებერვალს, 1999 წელს ხვდება პაფ დედის, მაგრამ 2001-ში შორდება. შემდეგ კრის ჯადს, მოცეკვავესა და ქორეოგრაფს შეხვდება და ცოლად გაყვება. შემდეგ გაშორებულიც არ არის, რომ ინიშნება ბენ აფლეკზე. 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2004 წლის 20 იანვარს ჯენიფერი აცხადებს, რომ ნიშნობა ჩაიშალა.
მეორე ნახევრის ძიებამ ბოლოს მარკ ენტონისთან მიიყვანა, მასთან საიდუმლოდ დაქორწინდა 2004 წლის 4 ივნისს და დღემდე ერთად არიან.
ინტერვიუდან:
- დამჯერე ბავშვი იყავით?
-
კარგი გოგონა ვიყავი, რომელიც უჯერებდა უფროსებს და არ გარბოდა სახლიდან.
12 წელი კათოლიკურ სკოლაში ვსწავლობდი და ყოველ კვირას ეკლესიაში დავდიოდი.
- რას აკეთებთ, როცა დაქალებთან იკრიბებით?
- იმას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ გოგონები: ვჭორაობთ , ან საყიდლებზე მივდივართ.
- როდესმე თუ გაგჭირვებიათ ისე, რომ ლუკმა-პურისთვის გიშრომიათ?
- დიახ, ნიუ-იორკში. ისეთი დროც ყოფილა, დოლარი რომ არ მედო ჯიბეში.
- ერთ ფილმში სილას გააწნით კინოდედამთლს - ჯეინ ფონდას, არც ის გრჩებათ ვალში. როდის გააწანით სილა პირველად?
-
მეოთხე კლასში. სამი დაქალი ვიყავით, რაღაც პერიოდში ერთ-ერთს უფრო მეტ
ყურადღებას ვუთმობდი. მეორეს შეშურდა და რაღაცები მომიჭორა მასზე. მაგრამ
როცა კედელს ავაკარი, ტყუილებში გამოტყდა და მეც სილა გავაწანი. ვიჩხუბეთ,
წავაქციე, ამის შემდეგ კლასში ვერავინ ვერაფერს მიბედავდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
-
მე არ მჭირდება ვიღაც, ვინც საჩუქრებს მომიტანს, თავადაც ვაჩუქებ ჩემს
თავს როგორმე, უბრალოდ, მინდა, ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი იყოს, რომელსაც
შეუძლია, დედამიწის ზურგზე ყველაფერი ჩემს დასახმარებლად მიატოვოს.
- გაცხადდა თუ არა თქვენთვის ბედნიერი ქორწინების საიდუმლო?
-
დედა მეუბნებოდა, სანამ რომანს წამოიწყებ, კაცი შენი მეგობარი უნდა
გახდესო. მაშინ გამოჩნდება, შეძლებთ თუ არა მთელი ცხოვრების ერთად
გატარებასო. მაგრამ რომელი გოგონა უსმენს დედას?! შოუ–ბიზნესი ბევრ რამეს
ცვლის, გგონია, შენი გზა განსხვავებულია და სწორი ვერ იქნება. მხოლოდ
საკმაო გამოცდილების შემდეგ ხვდები, რომ ცხოვრების კანონი ყველასთვის
ერთია.
- რა მოქმედებს თქვენზე ყველაზე მეტად?
- სურნელი. მამაკაცს შეუძლია, მიმიზიდოს თავისი სურნელით, რომელსაც მის ოდეკოლონშიც ვიგრძნობ.
- და თქვენ მზადა ხართ ერთი და იგივე სურნელი მთელი ცხოვრება იყნოსოთ?
- მე მჯერა მონოგამური ურთიერთობების.
- როცა ბავშვი იყავით, ვარაუდობდით, რომ ცხოვრება ასე აეწყობოდა?
-
შეუძლებელია მომავლის დეტალების წარმოდგენა. ფიქრობთ: მინდა მსახიობობა და
მინდა მომღერლობა. მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ინტერვიუების მიცემა
მოგიხდებათ და თქვენს პირად ცხოვრებას მიკროსკოპიპთ დააკვირდებიან.
- კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით?
-
როგორც შემოქმედებითი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე კმაყოფილი
არასდროს ვიქნები. ჯერ კიდევ დიდი გზაა წინ, უნდა გავიზარდო.
- ამბობენ, ძალიან დისციპლინირებული ადამიანი ბრძანდებით, არასდროს არღვევთ გეგმას.
- ჩემს საქმეში შეყვარებული ვარ და ვცდილობ, ყველაფერი სწორად გავაკეთო.
- ყვითელი პრესა არარაა
გადავსებული თქვენი პირადი ცხოვრების ახალი დეტალებით. არც ტქვენ ყვებით
რამეს მეუღლეზე, ეს ახალი სტრატეგიაა – არაფერი პირადული?
-
ეს სტრატეგია არ არის. უბრალოდ არ მინდა, იმაზე მეტი ყურადღება მივიპყრო,
ვიდრე საჭიროა. მინდა ადამიანები ჩემს შემოქმედებაზე იყვნენ
კონცენტრირებული და არა პირადი ცხოვრების დეტალებზე.
- როცა ბავშვი იყავით და ბრონკსში ცხოვრობდით, გაინტერესებდათ, როგორ და ვისთან ცხოვრობდნენ ვარსკვლავები?
-
რა თქმა უნდა. ამას ვხვდები და არ ვჩივი. მაგრამ პაპარაცების ფენომენს
მაინც ვერ ავხსნი, ჩვენს დროში ისინი ძალიან გათავხედნენ. იმისთვის, რომ
მობეზრებოდათ ჩემს სახლთან ჯაშუშობა, ერთხანს საერთოდ არ გამოვდიოდი
სახლიდან.
- ძალიან სწრაფად მოხვდით ე.წ. ა-ნუსხაში. თვლით თუ არა, რომ გავლენიანი ქალბატონი ხართ ჰოლივუდში.
- არა, არ ვფიქრობ. უბრალოდ, უფრო მეტად მისმენენ.
23.02.2008 – 22
თებერვალს ჯენიფერ ლოპესს ტყუპები შეეძინა: პირველი გაჩნდა გოგონა ემი,
მეორე - ბიჭი მაქსი. ლოპესი და მისი მეუღლე მარკ ენტონი ცოლ-ქმარი 2004
წლიდან არიან და ეს მათი პირველი მატებაა.
ინფორმაცია ლოპესის
ფეხმძიმობაზე 2007 წლის ოქტომბერშივე გავცელდა, მოდელიერ რობერტო კავალის
ინტერვიუში წამოსცდა, რომ ჯენიფერი ყოველდღე იზრდება და მისთვის სამოსის
სექმნა ძალიან რთულია. მოგვიანებით მსახიობმა თავად დაადასტურა, რომ
ფეხმძიმედ იყო.
11.04.2008 – ჯეი ლო თავს არ ზოგავს, რომ ფეხმძიმობისას მომატებული 25 კილოგრამი მოიშოროს: 38 წლის მსახიობი დილის 4 საათზე დგება და ამ დროიდან იწყებს გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ყოველ დღე 3 საათი ვარჯიშობს. კვირაში 4 კგ-ს იკლებს და უკვე 18 კგ. დაკარგა.
მიზანი 54 კილოგრამია და ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ადამიანია დაქირავებული. თავად ლოპესი სპორტის მწვერვალების დაპყრობას ფიქრობს და მომდევნო შემოდგომაზე სეჯიბრში მონაწიელობასაც აპირებს: მინდა ჩემი შვილები ჩემით ამაყობდნენ.
30.07.2008 - ჯენიფერ ლოპესი რომანტიკულ კომედია “გუვერნანტი” ითამაშებს. სურათის რეჟისორი ნაიჯელ ქოული იქნება. ლოპესი მდიდარი ქვრივი კაცის 3 შვილის აღმზრდელად დაქირავებულ ქურდ ქალს ითამაშებს. შეუყვარდება ბავშვების მამაც და ბავშვებიც და უნდა გადაწყვიტოს, დაემსვიდობოს წარსულს, თუ – არა. ფილმის სცენარი კევინ ვეიდმა დაწერა, რომელიც “მანჰეტენის მოახლეზეც” მუშაობდა.
EVA.GE