გოგონას მიკროავტობუსში თმა მოპარეს

  01:03:20     01-12-2014

ოზურგეთელ გოგონას, მარიკო აკობიძეს, თბილისში, ერთერთ მიკოავტობუსში მგზავრობისას თმა მოპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაიკო ღლონტმა მიაწოდა. ღლონტის განცხადებით შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"რამე თუ გამაოცებდა,არ მეგონა,მაგრამ მოდი და ნუ გაოცდებით!წარმოგიდგენიათ?ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსში მოჰპარეს,არც მეტი,არც ნაკლები,თმა.უბრალოდ,მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?"- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.