თავდაცვის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

  12:14:55     27-11-2014

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დაინიშნენ.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა   შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 

მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გოჩა რატიანი მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკანასკნელი  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელი იყო.