
USAID-ი და MASHAV-ი თანამშრომლობენ საქართველოში რძის პროდუქციის წარმოების გაუმჯობესების მიზნით
17:03:54     26-11-2014
დღეს, ზუგდიდში, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) სემინარის დახურვას დაესწრნენ. მეწველი პირუტყვის კვებისა და ვეტერინარული მოვლის საკითხების შესახებ სემინარები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის (NEO) პროექტის მხარდაჭერით ზუგდიდში მოწყობილ სასოფლო-სამეურნეო რესურს ცენტრში აგროსახლში MASHAV-ის ექსპერტებმა ჩაატარეს.
MASHAV-ის ექსპერტებმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში USAID/NEO-ს 60 ბენეფიციარი ფერმერი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები გადაამზადეს.
როგორც NEO-ს ძირითადმა პარტნიორმა, MASHAV-მა გასული ორი წლის მანძილზე უზრუნველყო დახმარება მეცხოველეობის, ხილ-ბოსტნეულის წარმოებისა და მეფუთკრეობის დარგების წარმოება-გასაღების ქსელებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ხელშეწყობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, საქართველოს ოთხ რეგიონში. საქართველოდან MASHAV-ის კურსების ფარგლებში ისრაელში და საქართველოში გადამზადდა, ასევე საკონსულტაციო მომსახურება მიიღო დაახლოებით 1000-მა პირმა. კურსები და მხარდაჭერა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, გენდერის საკითხები, მცირე და საშუალო საწარმოები და სხვა.