ბრიტანეთი ჩამოწერილ ტექნიკას ინტერნეტით ყიდის

  10:55:33     04-03-2011

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, გემების, თვითმფრინავების და შეიარაღებული სისტემების გაყიდვიდან 804 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოგება ნახა. ამის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

 

ზოგ შემთხვევაში, გაყიდვაში წარმოდგენილი იყო ისეთი ტექნიკა, რომელიც ამჟამად მთლიანად გამოსულია მწყობრიდან. ბრიტანელი სამხედროები ტექნიკას ინტერნეტ–პორტალ „eDisposals“ – ის მეშვეობით ყიდიან. სწორედ ამ საიტის მეშვეობით, 2011 წლის დასაწყისში, ჩამოწერილი ავიამზიდი „ინვინსიბლი“ გაიყიდა. ფასი არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის თურქულმა კომპანიამ იყიდა, რომელიც გემების უტილიზაციითაა დაკავებული.

 

ამ დროისათვის საიტზე გაყიდვაში გამოტანილია მოიერიშე „English Electric Lightning T5,“ ძრავების გარეშე, ექვსი სასწავლო თვითმფრინავი  „Hawker Siddeley 125 Dominie T1,“ სამხედრო–სატვირთო მანქანები და სხვა. ყველა ეს ტექნიკა, აუქციონის პრინციპით იყიდება.