სეპარატისტები დონეცკის აეროპორტის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებას ითხოვენ

  11:01:41     24-11-2014

დონეცკის დეფაქტო ლიდერები აეროპორტის ნეიტრალურ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდიან. საგანგებო განცხადება არაღიარებული რესპუბლიკის სახალხო საბჭოს სპიკერმა გააკეთა.

„ჩვენ ვთავაზობთ უკრაინულ მხარეს, აეროპორტის ტერიტორიიდან გავიდნენ და იქ არც ჩვენ შევალთ. ჩვენ თანახმა ვართ, ეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდეს და ის ეუთოს დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდეს,“-განაცხადა დენის პუშილინმა.

დონეცკის აეროპორტის დიდ ნაწილს ამ დრომდე უკრაინელი ძალოვნები აკონტროლებენ.