შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
12:02:04     21-11-2014
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს
დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალეხ ი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ კარატაკლიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული 43,0432 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,5395 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).