დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
10:49:27     18-11-2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს "მეტეხი 15"-ის, შპს "არაგვი XXI"-ის და შპს "თემქა 21"-ის დირექტორი ელგუჯა აფციაური დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისინფორმაციით, გამოძებით დადგენილია, რომ ელგუჯა აფციაური, აღნიშნული კომპანიებით მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში ასრულებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს, გამგეობის და ამხანაგობების თანადაფინანსებით.
საქმეზე საქართველოს სსკ - ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.