მსოფლიოში ტერაქტების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა
10:39:46     18-11-2014
გასულ წელს მსოფლიოში ტერაქტების შედეგად 18 ათასამდე
ადამიანი დაიღუპა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 60 პროცენტით აღემატება. საგანგაშო სტატისტიკას
Global Terrorism Index აქვეყნებს.
ამავე მონაცემებით, 2013 წელს მსოფლიოში 10 ათასზე მეტი ტერაქტი განხორციელდა. ექსპერტთა მტკიცებით, ტერორისტული აქტების რაოდენობის მატება სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებითა და „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებით არის განპირობებული. ტერაქტების რაოდენობით პირველ ადგილზე ერაყი დგას, მეორე და მესამე ადგილებზე კი ავღანეთი და პაკისტანი იკავებენ.