ბულგარული წიწაკის სალათი
04:29:56     18-11-2014
პომიდორი - 4-5 ც. (~600 გრ.),
ბულგარული წიწაკა - 1 -3 ც. (~300 გრ.),
ახალი კიტრი - 1 ც. (60-80 გრ.),
1 საშუალო ზომის ხახვი (~130 გრ.),
მაგარი ყველი - 100 გრ.
ზეთისხილი - 10 ც.
ზეითუნის ან მცენარეული ზეთი - 3 ს.კ.
ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი - 1-2 ჩ.კ. (სურვილისამებრ),
ოხრახუში,
მარილი,
ახალდაფქული პილპილი.
მომზადება:
ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ და გავაშროთ.
მოვალაგოთ ტაფაზე და 210°C ტემპერატურაზე. ~10-15 წუის განმავლობაში ღუმელში მოვათავსოთ.
”გამომცხვარი” წიწაკა პაკეტში ჩავდოთ და მასში გაგრილებამდე, დაახლოებით 10-15 წუთით გავაჩეროთ.
მოვაშოროთ კანი და რბილობი კუბიკებად დავჭრათ.
პომიდორი გავრეცხოთ.
1-2 წუთით მდუღარე წყალში ჩავდოთ, მერე კი კანი მოვაშოროთ.
პომიდორიც დავჭრათ დიდ კუბიკებად.
კიტრი (კანით, ან უკანოდ) სიგრძეზე ოთხ ნაწილად გავყოთ და შემდეგ დავჭრათ.
გავფრცქვნათ ხახვი და ნახევარწრეებად ან მეოთხედ წრეებად დავჭრათ.
მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ.
თასში მოვათავსოთ ხახვი ოხრახუშით, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ხელით ავურიოთ (ოდნავ მოვუჭიროთ, რომ წვენი გამოიყოს).
დავუმატოთ პილპილი, პომიდორი, კიტრი, მარილი, პილპილი და ისევ ავურიოთ, ამჯერად ხელით - არა.
სალათს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოუშხაპუნოთ ძმრის ან ლიმონის წვენი, მოასხათ ზეთი და მოურიოთ. ბოლოს ყველაფერს დაახეხავთ ყველს და მოალაგებთ ზეთისხილს.
გემრიელად მიირთვით!