პოლონელმა სამხედროებმა თალიბების მეთაური შეიპყრეს

  11:43:53     03-03-2011

პოლონელმა სამხედროებმა, ავღანეთში ადგილობრივი თალიბების ერთერთი ხელმძღვანელი დააკავეს. ამის შესახებ, ავღანეთში პოლონეთის სამხედრო ნაწილის პრეს-მდივანი იტყობინება.

 

დაკავებული მრავალრიცხოვან ტერაქტებში და ასევე, პოლონეთის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაშია მხილებული. აბდულ ზაჰირი, მორიგი ოპერაციისას, პოლონელი სამხედროების და ავღანური პოლიციის მიერ იქნა დაპატიმრებული. თალიბანის ხელმძღვანელი, როგორც ჩანს, ახლახანს დაბრუნდა ქვეყანაში. სად იმყოფებოდა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომზადებას გადიოდა.

 

მცირე ხნის წინ, პოლონელმა სამხედროებმა სამი სხვა მებრძოლიც დააკავეს, მათ შორის, საშიში ტერორისტი სანა მოჰამედი.

 

ავღანეთში, ამ დროისათვის, 2,6 ათასი პოლონელი სამხედრო მსახურობს. პოლონეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე 2011 წლის 13 აპრილამდე დარჩებიან.