
ბესიკ ხარანაულს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმი გადაეცა
15:25:40     14-11-2014
ცნობილ ქართველ პოეტსა და მწერალს ბესიკ ხარანაულს, დაბადების 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდო - ხელოვნების ქურუმი გადასცა.
რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის, ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატის ლექსები არაერთ ენაზეა თარგმნილი. ყველაზე დიდი წარმატება მწერალს 1992-2002 წლებში დაწერილმა წიგნმა "ამბა ბესარიონმა" მოუტანა.