ამერიკელ სამხედროებს გერმანიაში თავს დაესხნენ

  11:42:55     03-03-2011

ორი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სამხედრო ძალების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, ფრანკფურტის აეროპორტში, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია. ამერიკელი ჯარისკაცების ავტობუსის მისამართით სროლა 21 წლის ახალგაზრდამ დაიწყო. ის გერმანულმა პოლიციამ უკვე დააპატიმრა.

 

როგორც ირკვევა, დაკავებულმა ავტობუსში ასვლა მოახერხა, აიღო იარაღი და უმისამართო სროლა დაიწყო, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრნენ სამხედრო მოსამსახურე და ავტობუსის მძღოლი.

 

Iნცინდენტი, გერმანული აეროპორტის მსხვილი ტერმინალის სიახლოვეს მოხდა. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. როგორც გაზეთი “ბილდი” იუწყება, კრიმინალური პოლიცია არკვევს, იყო თუ არა ეს თავდასხმა ტერორისტული აქტი.