ფლორიდელი მკვლელი სიკვდილით დასაჯეს
13:22:34     14-11-2014
შეერთებულ შტატებში სიკვდილით კიდევ ერთი მსჯავრდებული დასაჯეს. 43 წლის ჩედვიკ ბენკსს უმაღლესი სასჯელი ფლორიდის სასამართლომ 12 წლის წინ მიუსაჯა. მას ბრალად საკუთარი ცოლისა და გერის მოკვლა ედებოდა.
ამაზრზენი მკვლელობა ფლორიდაში 1992 წელს მოხდა. ბენკსმა სიცოცხლეს ჯერ მძინარე ცოლი გამოასალმა, შემდეგ კი 10 წლის გერი გააუპატიურა და მოკლა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ფლორიდაში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მერვე შემთხვევაა.