მეოცე საუკუნის ყველაზე ეფექტური ტანკები

  11:39:21     03-03-2011

მერიკულმა ტელეარხმა “Military Channel”- მა მეოცე საუკუნის ყველაზე ეფექტური ტანკების რეიტინგი გამოაქვეყნა. ასეთ რეიტინგებს არხი მაყურებელს ხშირად აცნობს. ამჯერადაც, შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა.

ამ რეიტინგის მიხედვით, თავისი დროის კრიტერიუმებს ყველაზე მეტად პასუხობდნენ: 1. Т-34  (საბჭოთა კავშირი). მისი გამოშვება 1940 წელს მოხდა. 2. M-1 Aბრამს (ამერიკის შეერთებული შტატები). ტანკი 1983 წელს იქნა გამოშვებული. ტელეარხის შეფასებით, ეს ყველაზე “სასიკვდილო” ტანკია. 3. “ვეფხვი” (გერმანია) – ტანკი 1042 წელს გამოვიდა და მეორე მსოფლიო ომის დროს სასწაულებრივად ეჩვენებოდათ. დაცულობის თვალსაზრისით, ის უმაღლეს ქულას იმსახურებს.

4.  WWI (ინგლისი) უძველესი საბრძოლო მანქანაა. პირველად 1917 წელს გამოვიდა. მისი ჯავშანი რბილია, მაგრამ იმ დროისათვის ეს იყო ერთადერთი დამცველი საშუალება ბრძოლაში. 5. “ცენტურიონი” (ინგლისი) 1945 წელს გამოუშვეს. მისი ჯავშანი საკმაოდ საიმედოა. უბრალო დიზაინი აქვს და დიდი რაოდენობით აწარმოეს.

6. “ჩელენჯერი” (ინგლისი) 1982 წელსაა გამოშვებული. საკმაოდ საიმედო ტანკია. 7.  თ-54/55  პირველად 1948 წელს, 95 ათასი ერთეული რაოდენობის გამოუშვეს. მისი მხოლოდ იმიტომ უნდა შეგშინებოდა, რომ ძალიან ბევრი იყო – მიიჩნევენ ექსპერტები.

8. “მერკავა” (ისრაელი) პირველად გამოვიდა 1977 წელს. მაღალი კატეგორიის ტანკია, მაგრამ ზედმეტად სქელი ჯავშანი სისწრაფეში უშლის ხელს. თუმცა, ეფექტურ ტანკად ითვლება. 9. Sherman  (აშშ). 1942 წელს გამოუშვეს და ეფექტური და საიმედოა. გამოშვებიდან 3 წელიწადში, აშშ-მ 48 ათასი ასეთი მანქანა აწარმოა.