„მემარჯვენე სექტორმა“ დონეცკის აეროპორტი დატოვა

  14:29:13     13-11-2014

მემარჯვენე სექტორის მებრძოლებმა დონეცკის აეროპორტი დატოვეს. ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეს-სამსახური იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური უკრაინული დაჯგუფების მებრძოლების გასვლის შემდეგ აეროპორტის სახანძრო კოშკი სეპარატისტთა ხელში გადავიდა, რაც მათ აეროპორტის გზის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს. ამ დროისათვის უკრაინული არმიის ძირითადი კონტინგენტი სწორედ აეროპორტის გზაზეა კონცენტრირებული.