"მაცაცოს" სკანდალური განცხადება: მკვლელობა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა... დაკავებული მკვლელი არ არის
11:59:23     12-11-2014
პეკინზე
მოკლული 23 წლის ტრანსგენდერის ბექა, იგივე საბი ბერიანის მკვლელობის
ბრალდებით სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები
ვინმე ლევან კ. დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივმთკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,- აღნიშნულია განცხადებაში რომელიც ჭიკაიძის უწყებამ გაავრცელა.
„პრესა.ჯი“ მოკლულის, მეგობარს გიორგი ჩხარტიშვილს იგივე „მაცაცოს“ დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: შს სამისნიტროს ოფიციალური ინფორმაციით, თქვენი მეგობარი ვალის გამო მოკლეს, პოლიციამ ბერიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 26 წლის მამაკაცი, ვინმე ლევან კ. დააკავა. თუ იცნობთ დაკავებულს და თუ იცოდით რომ საბის ვალები ჰქონდა?
გიორგი ჩხარტიშვილი (მაცაცო): ზოაგადად საბის ვალი ჰქონდა, ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა ჩემი მეგობარი ყოველთვის იხდიდა ამ ვალებს. მკვლელობის მოტივს რაც შეეხება, რომ ის ვალის გამო მოკლეს, ეს არის აბსურდი. ამავდროულად მინდა გითხრათ რომ დაკავებული მკვლელი ნამდვილად არ არის.
-რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
-გუშინ, როდესაც მე დაკითხვაზე ვიმყოფებოდი, სრულიად სხვა პიროვნება იყო წარმოდგენილი ეჭვმიტანილის სახით და სრულიად სხვა პიროვნებასთან დაკავშირებით იყო ჩვენი დაკითხვა, რომელიც გაიმართა ვაკე საბურთალოს პოლიციაში, რომელიც ტელევიზიის გვერდით მდებარეობს. აქიდან გამომდინარე არ ვარ დარწმუნებული რომ მკვლელობა რეალურად დაკავებულმა ლევანმა ჩაიდინა.
-თუ გეცნობათ დაკავებულის სახელი?
-ლევან.კ? წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის... მე საბისთან წლების მანძილზე ვმეგობრობდი, თუმცა ეს ადამიანი საბისთან კავშირში ვერ მოდის უბრალოდ. არასდროს მინახავს ეს პიროვნება საბისთან. დანამდვილებით ვიცოდი რომ საბის ვიღაც ქალის ვალი ჰქონდა. შს სამინსიტროს განცხადება არის წმინდა წყლის ტყუილი. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ამასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს.
შს სამისნიტრო ცდილობს დაფაროს ის კვალი, რასაც ქვია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ჰომოფობიური დამოკიდებულების ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი და ცდილობს შელაპარაკების ნიადაგზე გადაიყვანოს საქმე. იმიტომ რომ თავიდან აირიდოს სკანდალი, რომელიც ამ საქმეს ქვეყანაში მოჰყვეს.
-დარწმუნებული ხართ რომ მკვლელობა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა?
-100 %- ით ვარ დარწმუნებული.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ
საბის მკვლელობა ვალს უკავშირდება.