ნეთანიაჰუ აბასს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

  10:27:29     12-11-2014

ისრაელის პრემიერ-მინისტრი პალესტინის ლიდერს ძალადობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცებით, მაჰმუდ აბასი პალესტინელებს ტერორისკენ მოუწოდებს.

საუბარია აბასის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ რადიკალურ განცხადებებზე. პალესტინის ლიდერმა ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ალ-აქსას მეჩეთში პალესტინელების დაშვება მოითხოვა, ებლაული მხარე კი რელიგიურ ექსტრემიზმში დადანაშაულა.