„m²“-მა გაყიდვების ახალი ოფისი ყაზბეგის გამზირზე გახსნა

  13:37:51     11-11-2014

თბილისი,11ნოემბერი, 2014–დეველოპერულმა კომპანიამ„m²“, გაყიდვების ახალი ოფისითბილისის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე 19ა ნომერში გახსნა. ახალი ოფისის ადგილმდებარეობა შეირჩა მომხარებელის მოთხოვნის გათვალისწინებით, რათა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გამარტივებულიყო გაყიდვების ოფისის სტუმრობა.   თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ოფისში, მომხმარებელი შეძლებს:მიიღოს ინფორმაცია დეველოპერული კომპანია „m²“-ის ნებისმიერ სამშენებლო პროექტზე, გაიაროს კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან სასურველი ბინის შეძენის შესახებ, გაეცნოს შიდა განვადების პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება და სხვა.

დეველოპერული კომპანია „m²“-ი თბილისსა და ბათუმში ექვსიგაყიდვების ოფისით არის წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–დან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.ვაჟა-ფშაველასგამზირზე №35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში, მომსახურების მიღება შესაძლებელია შაბათსაც,10:00–დან 14:00-საათამდე.

ამ დროისთვის, დეველოპერული კომპანია „m²“-ი სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე მომხმარებელზე მორგებულრამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს.მათ შორისაასაცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“, რომელიც კომპანია „m²“-ის ახალ,  ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის. „ოპტიმა ისანში“, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელიასასურველი ფართის მქონე ბინის შეძენანაკლებ ფასად.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია „m²“-ი, სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის შედეგად, წარმატებით იზიდავს ფინანსურ სახსრებს. „m²“-ის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა:  კანადის მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO).


-ის შესახებ:

m²-ის  მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს  ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას.  m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge