შემწვარი იხვი ტომატის სოუსში
11:07:05     03-03-2011
მასალა: 1 იხვი (დაახლოებით 1,5 კგ.), 3 სუფრის კოვზი ტომატის სოუსი, 0,5 ჭიქა ზეთი, 1-2 ჩაის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი მარილი.
იხვი დავჭრათ ნაჭრებად. ხორცს მოვაშოროთ ძვლები და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე, გაცხელებულ ზეთში შევწვათ მომზადებული ხორცი. სხვა ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ტომატის სოუსი, დავამატოთ შაქარი, კონიაკი და წამოვადუღოთ. მიღებულ სოუსში ჩავაწყოთ იხვის ნაჭრები და კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ.