კარტოფილი წითელი წიწაკით
11:06:38     03-03-2011
მასალა: 1 კგ. კარტოფილი, 2-3 წითელი წიწაკა, 1 ჩაის კოვზი კონიაკი, მარილი, სუნელები – გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი.
კარტოფილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დავჭრათ ასევე წითელი წიწაკაც. კარტოფილი შევწვათ ზეთში და მოვათავსოთ თასში. ცალკე შევწვათ დაჭრილი, წითელი წიწაკაც. წიწაკას დავამატოთ ინგრედიენტები შემდეგი თანამიმდევრობით: კონიაკი, სოიოს სოუსი, ძმარი და მარილი. მიღებულ სოუსში მოვათავსოთ გაციებული კარტოფილი, დავამატოთ სუნელები გემოვნებით და მაშინათვე მივიტანოთ სუფრასთან.