ქუთაისში ტაქსის მძღოლი მოკლეს
11:47:24     10-11-2014
შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრესა.ჯი"-ს დაუდასტურეს ინფორმაცია, ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ.
"აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას",- აღნიშნავენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ამ დრომდე უცნობია ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილები.
ქუთაისში, საფიჩხიაზე, დაუდგენელმა პირებმა ტაქსის მძღოლი ბიჭიკო რ., სავარაუდოდ, ცემით მოკლეს.
ტაქსისტის ცხედარი მისსავე მანქანაში გუშინ აღმოაჩინეს - მას ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ მოკლეს.