ახმეტაში მომხდარ ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული
11:02:39     10-11-2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტაში მომხდარ ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული. პოლიციაში საქმე ხულიგონობის მუხლით აღიძრა.
ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა დაზარალებულის და ალხანაშვილების ახლობლებს შორის, რა დროსაც, თვითმხივლების თქმით, კიდევ ერთი ადგილბორივი, ჯოყოლა აჭიშვილი დაშავდა. იგი თავის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინცინდენტი ამით არ ამოწურულა. ამჯერად ერთმანეთს ფიზიკურად გაუწსორდნენ ახმეტელები და აჭიშვილის ნათესავები.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დაშავებულის ახლობლები საავადმყოფოდან ბრუნდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ვითარების განსამუხტად სპეც-დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. პოლიციამ საქმის ძიება ამ ბოლო ფაქტზე ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ინციდნეტის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დასაკითხად თელავში, კახეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრი რუსლან ალხანაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია, პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში.
მისივე თქმით, რუსლან და ბესლან ალხანაშვილები ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის მეგობრები არიან. ამას თავად ზვიადაურიც ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მის კავშირს მომხდარ ინციდენტთან.