ტკბილი, ტკბილი, უტკბილესი ორცხობილა!

  10:02:10     10-11-2014

 ინგრედიენტები:

    1 1/4 ჭიქა ფქვილი
    1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
    1/4 ჩაის კოვზი მარილი
    115 გრამი კარაქი
    1/4 ჭიქა შაქარი
    3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
    1 კვერცხი
    1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

    1/2 ჭიქა შაქარი
    2 1/2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი

პირველი ეტაპი:
ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, მარილი და გადადეთ ცოტახნით. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი 1/4 ჭიქა თეთრ და 3/4 ჭიქა ყავისფერ შაქართან ერთად. ჩაუმატეთ კვერცხი, ვანილი და მოურიეთ. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი ნარევიც და კარგად მოურიეთ.
მიღებული ცომის მასა დაყავით სამ თანაბარ ნაწილად. თითოეულს 5სმ დიამეტრის ცილინდრის ფორმა მიეცით, შეფუთეთ და შედგით მაცივარში 3-4 საათით (შეგიძლიათ შეინახოთ 6 კვირითაც გაყინულ მდგომარეობაში).

მეორე ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე (350F). კალკის ფურცელზე ერთმანეთს შეურიეთ დარიჩინი და 1/2 ჭიქა შაქარი. მაცივრიდან გამოიღეთ 3 ცილინდრის ფორმის ცომის მასა, მოაცილეთ შეფუთვა და აგორგოლავეთ შაქარ-დარიჩინის ნარევში. შემდეგ დაჭერით 6 მილიმეტრიან ნაჭრებად და დაალაგეთ უცხიმო საცხობ ფირფიტაზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით.

მესამე ეტაპი:
აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ორცხობილები დაალაგეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად. ორცხობილები შეგიძლიათ შეინახოთ ჰაერგაუმტარ კონტეინერში 15 დღემდე ვადით.