სცემა თუ არა პოლიციის უფროსმა მოქალაქე?

  10:38:36     06-11-2014

სცემა თუ არა ყვარლის რაიონის უფროსმა მოქალაქე? ამის გარკვევას პოლიციელები და პროკურატურა შეეცდება.

მთავარ პროკურატურაში მოქალაქე ილია ზაუტაშვილის განცხადება შევიდა, სადაც ის სამართალდამცავ გიორგი რევაზიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ილია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ გიორგი რევაზიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარ კაბინეტში მიაყენა.

"მე და ჩემი მეგობარი ნარკოლოგიური შმოწმების მიზნით განყოფილებაში წაგვიუყვანეს, პოლიციის უფროსმა კაბინეტში უხეშად მომმართა, და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ამის შემდეგ მომთხოვა სოფელი დამეტოვებინა თორემ ცხოვრებას ციხეში გამატარებინებდა",- აცხადებს მოქალაქე.

ზაუტაშვილი აცხადებს, რომ რევაზიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყფებოდა.
მან პროკურატურას სარჩელით უკვე მიმართა.

როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე მოკვლევა კახეთის სამხარეო პოლიციამ დაიწყო.

თავად გიორგი რევაზიშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.