სტივენ ჯობსის როლი კვლავ ვაკანტურია

  10:11:03     04-11-2014

კრისტიან ბეილიმ სტივენ ჯობსის როლის შესრულებაზე უარი თქვა. უოლტერ აიზეკსონის სცენარის მიხედვით ფილმის გადაღება მომავალი წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადამღები ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.

თავიდან ფილმი ცნობილ რეჟისორს, დევიდ ფონჩერსს უნდა გადაეღო, მაგრამ უპრეცედენტოდ მაღალი ჰონორარი მოითხოვა. ამის გამო კონტრაქტი ჩაიშალა. მოგვიანებით  ჯგუფს მთავარი როლის შემსრულებელიც გამოეთიშა. ბეილის შემდეგ სტივენ ჯობსის როლი მსახიო ლეონარდო დი კაპრიოს შესთავაზეს, მაგრამ მისგანაც უარი მიიღეს. ჰოპივუდი ლეგენდარული ბიზნესმენის ბიოგრაფიის ეკრანიზაციას უკვე მეორედ ახორციელებს. 2013 წელს ეკრანებზე ბიოგრაფიული ფილმი „ჯობსი- ცდუნების იმპერია“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ეშტონ კეტჩერმა იტამასა, თუმცა ფილმი კინოგაქირავებაში ჩავადრა.