უგემრიელესი თაფლიანი ირისები თქვენი ხელით

  03:27:37     04-11-2014

"ირისები" ბევრს უყვარს. მათი მომზადება თურმე სახლშიც შეიძლება, გემრიელად და სასარგებლოდ. თუ 50 გრამ გამდნარ შოკოლადსაც დაუმატებთ ჩვენს რეცეპტს, შოკოლადის ირისები გამოგივათ.

მაშ ასე, ინგრედიენტები 72 ცალი ირისის მომსამზადებლად (პლუს-მინუს):
300 გრ შაქარი
120 გრ თაფლი
120 გრ კარაქი
250 მილიგრამი ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი

მომზადება
შაქარი და თაფლი ჯამში აურიეთ და ნელ ცეცხლზე დადგით. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთი, სანამ ქარვისფერს მიიღებს. ნელ-ნელა უნდა დაამატოთ ოთახის ტემპერატურაზე გამლღვალი კარაქი და ჩაასხათ ცხელი ნაღები (ან არაჟანი). ხარშეთ საჭირო კონსისტენციამდე. შეამოწმეთ, არის თუ არა მზად: რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ ცივ ზედაპირზე და დააცადეთ, გაგრილდეს, მერე კი გასინჯეთ, გაკმაყოფილებთ თუ არა კონსისტენცია.

ლანგარზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი (მასზე წინასწარ კარაქი ან ზეთი უნდა გქონდეთ წასმული, რომ არ მიიკროს კანფეტები). ასევე შეგიძლიათ, შუშის ბრტყელძირიანი ჭურჭელი გამოიყენოთ.

მზა ნარევი მასზე დაასხით და დააცადეთ გაგრილდეს, ოღონდ არა ბოლომდე. ჯერ კიდევ რბილი დაჭერით დანით, კვარდატებად.
მერე მთლიანად დააცადეთ გაცივება.

ირისებს ამზადებენ სახლში ასევე რძით, კარაქით, ფქვილითა და ვანილით, შესქელებული რძითა და კარაქით. არსებობს მისი მომზადებისა და ინგრედიენტების სხვადასხვა ვარიანტი.