ბოინგ 777-ის ფრაგმენტებისგან მემორიალი შეიქმნება

  03:14:04     04-11-2014

დონბასში ჩამოვარდნილი მალაიზიური „ბოინგის“ ფრაგმენტებისგან დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს შექმნიან. ამის შესახებ მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.

მემორიალი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე განთავსდება. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი 17 ივლისს უკრაინა-რუსეთის საზღვართან ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარში კიევი ამბოხებულებს ადანაშაულებს.