
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
14:30:50     03-11-2014
აზერბაიჯანში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ექში ჰალილი დააკავეს.
ექში ჰალილი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 20 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც მითვისება/გაფლანგვას და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
ამჟამად ექში ჰალილის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.