საფრაგეთი რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემას არ ჩქარობს
15:33:02     01-11-2014
საფრანგეთის ხელისუფლება არ ადასტურებს, რომ რუსეთს სამხედრო ხომალდ „მისტრალს“ 14 ნოემბერს გადასცემს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს საკითხი ელისეის სასახლის კომპეტენციაშია და ოფიციალურს განმარტებებს რუსეთისთვის მისტრალის გადაცემასთან დაკავშირებით უწყება არ გააკეთებს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, დიმიტრი რაგოზინის მტკიცებით კი, პირველ ვეტმფრენმზიდს რუსეთი საფრანგეთისგან სწორედ 14 ნოემბერს მიიღებს. მისივე თქმით, სენ-ლაზერის პორტში უკვე იმყოფება 360 კაციანი რუსული ეკიპაჟი და 60-მდე ინსტრუქტორი.
რუსეთისთვის ორი სამხედრო გემის გადაცემის ვალდებულება საფრანგეთმა 2011 წელს აიღო. კონტრაქტის ღირებულება 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.