
კიევში პოლიციამ ქართველი ქურდები დააკავა
09:53:27     30-10-2014
კიევში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
არსენ ავაკოვის თქმით, კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრაზე უკრაინაში
გავლენის
სფეროების
გადანაწილების
საკითხი
განიხილებოდა.
დაკავებულია ქუთაისელი კანონიერი ქურდი, მეტსახელად “ვიწია,” ასევე, “ლავასოღლი ბატუმსკი” და ვინმე “გუგა.” ისინი მერაბ ჯანგველაძის კრიმინალური კლანის წევრები არიან. სამივე მათგანის დეპორტაცია უკრაინიდან უახლოეს ხანებში განხორციელდება.