რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ევროპის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს

  09:14:46     30-10-2014

ნატო რუსეთის საჰაერო ძალების გააქტიურებით შეშფოთებულია. ალიანსის მონაცემებით, 28-29 ოქტომბერს ევროპის საჰაერო სივრცე რუსული მოიერიშე თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფმა დაარღვია.

რუსული ავიაგამანადგურებლები ნატოს რადარებმა ბალტიის, შავი და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს, რის გამოც ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალები განგაშის რეჟიმში გადავიდა. ნატოს თვითმფრინავებმა რუსულ ავიაგამანადგურებლებს ალიანსის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დატოვება აიძულეს.