ფხენიანში გაეროს ექსპერტები ჩავლენ?

  09:07:55     30-10-2014

კიმ ჩენ ინმა შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეუშვას. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დეტალები ჩრდილოეთ კორეელმა დიპლომატებმა ნიუ-იორკში კომისიის ხელმძღვანელთან უკვე შეათანხმეს. ოფიციალური ფხენიანის განმარტებით, ვიზიტი პირველ რიგში ქვეყნის იმიჯისთვის იქნება სასარგებლო,რადგანაც ის კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს გაფანტავს.