დონბასი რუსეთისგან ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს
05:05:42     29-10-2014
რუსეთმა დონბასში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული
კიდევ ერთი კოლონა გაგზავნა. 100-მდე სატვირთო ავტომანქანა უკვე როსტოვის ოლქში იმყოფება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განმარტებით, დონბასის მცხოვრებლები ამჯერად ათას ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს, სურსათს, მედიკამენტებს, სასმელ წყალსა და სამშენებლო მასალებს მიიღებენ. მოსკოვი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე მეოთხედ აგზავნის.