გელბახიანი: ალასანიამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

  15:55:38     28-10-2014

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ვალერი გელბახიანი „პრესა.ჯი“-სთან გამოეხმაურა. იურისტი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასაც მიადგება.

ვალერი გელბახიანი: სამი თვეა ვაცხადებ, რომ ალასანიას პოსტიდან გაუშვებენ. ამ პროგნოზის გაკეთებას მაძლევდა სამინისტროს მხრიდან ჩატარებულ ტენდერები. დღეს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ერთი ნაბიჯი დარჩა ალასანიამდე. 

ეს ტენდერები ჩატარებულია სამინისტროში პირდაპირი წესით და არა საჯარო კონკურსით, რაც შეიძლება გახდეს საბაბი იმისა, რომ ალასანიას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. თავდაცვის სამინისტროში გამოვლინებულია ეს ფაქტები როდესაც უნდა ჩატარებულიყო ელექტრონული ტენდერები, როდესაც თანხები სცდებოდა 5 ათას ლარს და პირდაპირი ხელშეკრულებით დადებული, რაც კორუფცილ გარემოს უწყობს ხელს და გარიგებების თავისუფლად დადება არის შესაძლებელი.  

აქედან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს - თუ ასეთი ტიპის სახელმწიფო საქმიანობაში კრიმინალური დარღვევების გამოვლინება მოხდება და პასუხსიმგებლობის საკითხი დადგება არა მარტო სამსახურების არამედ თავად მინისტრისაც. 

ვფიქრობ რომ ეს დაკავება არის პირველი ეტაპი. დაკავებები სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებით გაგრძელდება.

- თვლით რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ალასანიას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება?

- არ არის გამორიცხული. ბატონმა ალასანიამ თქვა, რომ ნოემბერში პარტიის გაძლიერებას გეგმავდა. ვინაიდან უწყებაში კორუფციული სქემის შესახებ არსებობდა მასალები, მთავრობამ დაასწრო ალასანის და მიანიშნა, რომ შემდეგი შესაძლოა ის იყოს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ალასანიას ბრალი წაუყენონ?

- დღეს დაკავებული 5 პირი არ არის ჩვეულებრივი თანამშრომელი, ისინი სამსახურის უფროსები არიან. ყველა გადაწყვეტილებას ისინი მინისტრთან შეთანხმებით იღებენ. ალასანია გადაწყვეტილებებს აწერდა ხელს ან ეთანხმებოდა მათ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. საქმე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.

მით უფრო მაშინ, როცა პროკურატურა, დაკავებულებს, "სილქნეტის" სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება. მათთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებისა, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს.