ბახს მუსიკის შექმნაში ცოლი ეხმარებოდა?
10:14:34     28-10-2014
ბახის რამდენიმე ნაწარმოების თანაავტორი შესაძლოა მისი მეორე ცოლი ანა მაგდალენა ყოფილიყო. სკანდალური კვლევის შესახებ Daily Mail იტყობინება.
რამდენიმეწლიანი კვლევა ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ჯარვისმა ჩაატარა.
უნიკალური ხელნაწერების შესწავლის შემდეგ მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იოჰან სებასტიან ბახს „გოლდბერგის ვარიაციებსა“ და რამდენიმე სხვა ნაწარმოებზე მუშაობაში მე-2 ცოლი ეხმარებოდა. მომღერალი ანა მაგდალენა 36 წლის კომპოზიტორს ცოლად 20 წლის ასაკში გაჰყვა. დღემდე ცნობილი იყო, რომ ის ქმარს კომპოზიციების ნოტებად ჩაწერაში ეხმარებოდა.