სტინგის ახალი მიუზიკლი - შეფასებები და კრიტიკა
10:11:36     28-10-2014
ბროდვეიზე სტინგის ახალი მიუზიკლის პრემიერა გაიმართა. “უკანასკნელი გემის” პერფორმანსმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
პრემიერას სტინგის უახლოესი მეგობრები, მომღერლები ჯოელ
და ბრიუს სპრინგსტინგები, ჯგუფ Blondie-ეს სოლისტი დები
ჰარი, მსახიობები ჯოელი რიჩარდსონი, ალან კამინგი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ისტორია სტინგის მშობლიურ ქალაქ უოლსენდზე მოგვითხრობს, რომლის მცხოვრებლებიც დახურული გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწევენ და ბოლო ხომალდის მშენებლობას შეუდგებიან. პიესის მთავარი გმირი გორდონი ქალაქში 14 წლიანი მოგზაურობის შემდეგ ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უარესობისკენაა შეცვლილი.
მიუზიკლში სტინგის 2013 წლის „ამავე სახელწოდების“ალბომის სიმღერები შევიდა, თუმცა პერფორმანსს ალბომისგან განსხვავებით, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
განსაკუთრებული კრიტიკულობით New York Times გამოირჩეოდა, რომელმაც სტინგის ახალ პერფორმანსს „ამბიციური, თუმცა გულწრფელი და მომხიბვლელი პროექტი უწოდა, რომელსაც კარგად დამუშავება სჭირდება.
ჟურნალმა Time Out New York კი „უკანასკნელი გემი“ „უდარდელ, დროდადრო ბრწყინვალე პერფორმანსად შეაფასა, რომლის ბევრი დეტალიც დასახვეწია.“
ნიუ იორკულ გამოცემებს კრიტიკულობით არც ჟურნალი Variety ჩამორჩა. კრიტიკოს მერილინ სტასიოს თქმით, სტინგის ახალი მიუზიკლი „ძალიან პირადული მუსიკალური ნაწარმოებია, რომელშიც უფრო მეტად ავტორის მელანქოლიური განწყობა შეიგრძნობა.“
Entertainment Weekl-ის კორესპონდენტის, კაილ ენდერსონის აზრით კი, „შოუ დინამიზმს არის მოკლებული.“
პრემიერის დასრულების სემდეგ სტინგმა პერფორმანსი თავადაც შეაფასა და განაცხადა, რომ შოუს ყურებისას „საკუთარი სხეულიდან რამდენჯერმე გავიდა.“