არაჟნის ტორტი – “პანჩო”

  10:14:49     02-03-2011

მასალა ბისკვიტისათვის: 4 კვერცხი, 300 გრამი ფქვილი, 200 გრამი არაჟანი (15 %-იანი), 160 გრამი შაქარი, კარაქი ფორმაზე წასასმელად, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი კაკაო, მუქი ბისკვიტისათვის. ვინაიდან, ბისკვიტის ორი ნაწილია გამოსაცხობი, ამიტომ ყველა ეს ინგრედიენტები უნდა გავაორმაგოთ, გარდა კაკაოსი. შიგთავსისთვის: 2 ბანანი, 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი. კრემისათვის: 500 გრამი 20 პროცენტიანი არაჟანი, 100 გრამი შაქარი, ბისკვიტის დასაფარი კრემისათვის: 150 გრამი 30 პროცენტიანი არაჟანი, 30 გრამი შაქარი, შოკოლადი, არაქისი. 

 

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. დავამატოთ ფქვილი, სოდა და არაჟანი. მეორე ნაწილს – კაკაო. კარგად ავურიოთ. შემდეგ ფორმას წავუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ ბისკვიტის ორივე ნაწილი 30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუს ტემპერატურაზე. კრემისათვის არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, 10 წუთის განმავლობაში. ანალოგიურად, ტორტის დასაფარი კრემისათვის. ბისკვიტის ერთი ფენა დავფაროთ კრემით, ზემოდან დავადოთ დაჭრილი ბანანები და ანანასები, კიდევ დავამატოთ კრემი და ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა და იგივე პროცედურა გავიმეოროთ. მომზადებული ტორტი დავფაროთ არაჟნის კრემით, ზემოდან შუაგულში კოვზით ავამაღლოთ. ტორტი შეგვიძლია გავაფორმოთ არაქისით და შოკოლადით.